LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსები ტექინსპექტირებას ყოველ 6 თვეში ერთხელ გაივლიან

198
5dde6aff51f888a230158cd7eefb44b9-640x396

ტაქსებისთვის ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა იცვლება. ცვლილების მიხედვით, რომელიც ექინსპექტირების რეგლამენტში შევიდა, ტაქსები შემოწმებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ გაივლიან, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან.

ძველი რეგლამენტით, ტაქსების ტექინსპექტირება წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო.

რეგლამენტში შესული სიახლე ასევე შეეხო შემდეგ ვალდებულებებს:

  • იდენტიფიკაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების ფერის დადგენის ვალდებულებას;
  • მესაკუთრის ვალდებულებას – სატრანსპორტო საშუალების ფერის შეცვლის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;
  • მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები