LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი „დაჯი“ ფართოვდება

1383
1

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი „დაჯი“ ფართოვდება. კომპანია რიგით მეორე ფილიალს, უახლოეს დღეებში მუხიანში, კერესელიძის #1-ში გახსნის. ამ ეტაპზე კი „დაჯი“ მხოლოდ ერთი ობიექტით არის წარმოდგენილი, რომელიც გლდანში ქერჩის  #10- ში მდებარეობს.

„ჩვენი კომპანია, ანუ შპს „დაჯი” არის დიდი გამოცდილების მქონე კომპანია ბაზარზე. ის 1996 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად საქმიანობს ამ სფეროში. ამჟამად, მომხმარებელს ვთავაზობთ ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასა და აირბალონიანი მოწყობილობების შემოწმებას, მოქნილი გრაფიკით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უამრავი რამის გაკეთებას ვგეგმავთ, თუმცა მთავარი მიზანია არის ქართულ ბაზარზე ისეთი ადგილის დამკვიდრება, როგორიც შეეფერება ამხელა გამოცდილებისა და წარსულის მქონე კომპანიას“, – აცხადებენ „დაჯის“ მენეჯმენტში.

შეგახსენებთ,  შპს „დაჯი” 1996 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე. კომპანია ემსახურება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს: M1 ; M2 ; M3 ; N1 ; N2 ; N3 ; O3 ; O4. გარდა ამისა, ევროპაში მოსიარულე ავტომობილებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ECMT ნებართვით, „დაჯი” მომხმარებელს სათავაზობს საჭირო დოკუმენტაციის გაცემას გზის ვარგისიანობაზე: N2 ; N3 ; O3 ; O4. ამასთან, აქვე შესაძლებელია, სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მომუშავე ავტომობილებისთვის, დაშვების სერტიფიკატის მისაღებად, საჭირო დოკუმენტაციის გაცემაც (ADR): N2 ; N3 ; O3 ; O4.

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრ „დაჯიში” შესაძლებელია აირბალონიანი მოწყობილობების ინსპექტირებაც. აირბალონიან მოწყობილობებზე მოქმედებს ვაუჩერი – 130 ლარის ნაცვლად 100 ლარად.

“დაჯიში” შეგიძლიათ ისარგებლოთ მოქნილი გრაფიკით: სამუშაო დღეებში – 09:30 – 22:00 საათამდე, შაბათ – კვირას: 09:30 – 19:00 საათამდე.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები