LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ვნახეთ, რომ, VIP პალატაშია, ეუბნებიან – „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე“, „აბა, მოისვენე“.. სანაცვლოდ იღებენ გინებას, ძალადობას პატიმარი სააკაშვილისგან

190
Untitled design (4)

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ „არავინ არის ბედნიერი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების ნახვით, თუმცა ეს ალბათ, აუცილებელი იყო, რომ რეალობა ყველას ენახა“.

„ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, იმავეს აგრძელებს.. კადრებმა დაადასტურა, რომ არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება სრულფასოვნად“ – „ოცნება“ სააკაშვილის კადრებზე

როგორც ზარქუა აღნიშნავს, საზოგადოებამ სააკაშვილის მხრიდან ნახა ძალადობის კასკადი და ნახა, როგორ ცდილობს, თვითდაზიანება მიიყენოს:

„გუშინ გავრცელდა კადრები, თუმცა, ამას ჰქონდა თავის საფუძველი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს ამ მწვალებელთა პარტიიდან, მათ შორის, ვინც არიან სატელიტები, ექსპერტები, დაქირავებული ლობისტები, მათ შორის, ნამუსგარეცხილებიდან, როგორ ამბობდნენ: კლავენ პატიმარ სააკაშვილს, ცუდად არის, სისტემა ძალადობს და ა.შ.

კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მიღებული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ ამ სპეკულაციას წერტილი დაესვას. ასევე, საჯარო ინტერესიც მაღალი იყო. მთელმა მსოფლიომ ცხადად იხილა, რომ ის არის კლინიკაში, კეთილმოწყობილ გარემოში.

პირიქით, მისი მხრიდან ძალადობის მთელი რიგი კასკადი ვნახეთ, ვნახეთ, როგორ ცდილობს თვითდაზიანება მიიყენოს და ხან ლოგინიდან ვარდება, ხან ემოციურად გამოხატავს. ვინც ემსახურებიან, ცდილობენ გვერდში დაუდგნენ და იმათზე როგორ ძალადობს.

არავინ არის ბედნიერი რაც ვნახეთ, უბრალოდ, ეს მავნებლები თავიანთი ვიწროპარტიული ქულები რომ დაიწერონ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება რომ შეცდომაში შეიყვანონ, ამბობდნენ, რომ სახელმწიფო ძალადობს, აწამებს პატიმარ სააკაშვილს, ამას ხომ წერტილი დაესვა?

გუშინ ყველამ ნათლად იხილა, რომ არავინ აწამებს, პირიქით, დაწყებული რიგითი სანიტარიდან, დამთავრებული ექიმით, ცდილობენ, გვერდში დაუდგნენ, სანაცვლოდ იღებენ ლანძღვას, ხელის კვრას, ძალადობას პატიმარი სააკაშვილისგან.

გვახსოვს, რა მდგომარეობაში ამყოფებდა სააკაშვილის რეჟიმი სამართლიანად თუ უსამართლოდ პატიმრობა მისჯილებს. დღეს ვნახეთ, VIP პალატაშია ადამიანი და იქაც ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე“, „აბა, წამალი მიიღე“, „აბა, მოისვენე“ და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები, რომელიც, უწყების განმარტებით, სხვადასხვა პერიოდში მის მდგომარეობას ასახავს. ერთ-ერთ ბოლო კადრი 12 დეკემბრით თარიღდება.

თეა წულუკიანი: „არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც სისტემას ვმართავდი, მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს“

სახალხო დამცველის აპარატი: გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს, პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით

“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი

“ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს” – გიორგი სააკაშვილი

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები