LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, იმავეს აგრძელებს.. კადრებმა დაადასტურა, რომ არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება სრულფასოვნად“ – „ოცნება“ სააკაშვილის კადრებზე

204
Untitled design

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

კადრები სააკაშვილის კლინიკა „ვივა მედში“ ყოფნის სხვადასხვა (8 აგვისტოდან 12 დეკემბრამდე) პერიოდს ასახავს.

ერთ-ერთი ბოლო კადრი 12 დეკემბრით თარიღდება. როგორც ვიდეოში ჩანს, ექსპრეზიდენტი დამხმარე საშუალებით გადაადგილდება.

აღნიშნული კადრების გავრცელებამ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, ოპოზიციისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

ნაწილი ყურადღებას სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე ამახვილებს, ნაწილი კი მსჯელობს, რამდენად კანონიერად გასაჯაროვდა კადრები. აღსანიშნავია, რომ დღესვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო.

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მასალას აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

თეა წულუკიანი: „არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც სისტემას ვმართავდი, მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს“

? ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა: „საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდათ: იქ ქალბატონების და პერსონალის უფლებები არ ირღვევა?

ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, ახლაც იმავეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ, ჩვეულებრივი ტერორია.

ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როდესაც ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ტერორს“.

? არჩილ თალაკვაძე: „გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც აქამდე ბევრ ადამიანს ეჭვი და კითხვის ნიშნები ჰქონდა, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში, უსაფუძვლოა. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები გამოიყენონ როგორმე ისევ დესტაბილიზაციისთვის, იმისთვის, რომ დაძაბონ ჩვენი საზოგადოება და შეიტანონ დისონანსი იმ პროცესში, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია.

გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, მაღალი ალბათობით, როგორც აქ ჩანს, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება და ისევ სახელმწიფოს და ისევ პენიტენციურ ჯანდაცვას უყენებენ პრეტენზიებს. ეს სპეკულაცია უნდა დასრულდეს“.

? გიორგი ვოლსკი: „ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად სხვა სურათი, განსხვავებული იმ შეფასებებისგან, სააკაშვილის მდგომარეობის იმ დახასიათებისგან, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების ძალიან დიდ რაოდენობას ჰქონდა აღებული, როგორც მთავარი თემა. მთავარი თემა, როგორ განავითაროს რევოლუციური პროცესები, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის კადრების ჩვენება იყო აუცილებელი“.

? მამუკა მდინარაძე: „სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც გამოაშკარავდა მესამედ, ამის გადატანის მცდელობაა ფორმალურ მხარეზე. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერი, უკანონოა. პატივისა და ღირსების ნაწილში თუ რაიმე შეიძლება ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე, როგორც ჩანს, თავი შეიკავა. პირველად გამოაშკარავდა, თითქოს შიმშილობდა და ცნობილი გახდა, რომ ეს ტყუილი იყო. მეორედ იყო წამება, თითქოს აწამებდნენ და მესამე შემთხვევაში, სპეცოპერაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ჩავარდა.

ცნობილი ნარატივი, რომ კვდება – აღმოჩნდა ტყუილი. თურმე, კი არ კვდებოდა, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს, აყენებდა მედპერსონალს და ა.შ. რაც შეეხება მის სიმულაციას, სიმულაციამ აჩვენა შემდეგი: მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით, 50 დღეზე მეტი იშიმშილა, ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით, სამი საათი იშიმშილა. ასეთ აბსურდულ რეალობასთან გვაქვს საქმე. მხილებული იქნა, როგორც ნაცმედია, ასევე უცხოელი ლობისტები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლასტერის წარმომადგენლები. სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ“.

? ირაკლი ზარქუა: „მისი მხრიდან ვნახეთ ძალადობის მთელი რიგი კასკადი, ვნახეთ, როგორ ცდილობს თვითდაზიანება მიიყენოს და ხან ლოგინიდან ვარდება, ხან ემოციურად გამოხატავს. ვინც ემსახურებიან, ცდილობენ, რომ გვერდში დაუდგენენ და იმათზე როგორ ძალადობს. არავინ არის ბედნიერი იმით, რაც ვნახეთ, უბრალოდ, ეს მავნებლები, თავიანთი ვიწროპარტიული ქულები რომ დაიწერონ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება რომ შეცდომაში შეიყვანონ, ამბობდნენ, რომ აი, სახელმწიფო ძალადობს, აწამებს პატიმარ სააკაშვილს, ამას ხომ წერტილი დაესვა. გუშინ ყველამ ცხადად იხილა, რომ არავინ აწამებს, პირიქით, დაწყებული რიგითი სანიტრიდან, დამთავრებული ექიმით, ცდილობენ გვერდში დაუდგნენ, სანაცვლოდ იღებენ ლანძღვას, ხელის კვრას, ძალადობას პატიმარი სააკაშვილისგან. გვახსოვს, რა მდგომარეობაში ამყოფებდა სააკაშვილის რეჟიმი სამართლიანად თუ უსამართლოდ პატიმრობამისჯილებს. დღეს ვნახეთ VIP პალატაშია ადამიანი და იქაც ეუბნებიან -„შენი ჭირიმე, აბა, ჭამე“, „აბა, წამალი მიიღე“, „აბა, მოისვენე“ და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ“.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

“ვივა მედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა, ეს სერიოზული დანაშაულია” – გეგეჭკორი

კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს, პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით

“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი

“ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს” – გიორგი სააკაშვილი

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

“გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას” – მარგველაშვილი სააკაშვილის კადრებზე

გიორგი ფხაკაძე: „ბუმერანგივით დაუბრუნდება ქვეყანას.. სამედიცინო ეთიკის ფუნდამენტი მიწასთან არის გასწორებული“

გია ხუხაშვილი: „გუშინდელ კადრებში ყველამ ის დაინახა, რისი დანახვაც უნდოდა თავისი დამოკიდებულების დასადასტურებლად… მოკლედ, “ნიჩია” დამთავრდა, პენლების დროა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g