LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო

198
BeFunky-collage (7)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო.

განცხადებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

„2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული იქნა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი

“ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს” – გიორგი სააკაშვილი

ანა არღანაშვილი: „შემთხვევით აჩვენეს, როგორი უმძიმესია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, დამცირება, პიროვნების განადგურება, უწყვეტი დაცინვა, ღირსების გათელვით თვითდაზიანებამდე მიყვანა, სიცოცხლისთვის ჩირის ფასის დადება შეფასდება – როცა იქნება“

“ვივა მედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა, ეს სერიოზული დანაშაულია” – გეგეჭკორი

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

რატი ბრეგაძე: როცა მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით და მხარდამჭერების შეკრებით, ჩაირთო სხვა მანქანა, რაც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით მის გათავისუფლებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g