მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს ადამიანის ძირითადი უფლებების მიხედვით.
„მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს. ფუნდამენტურად, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს. ის სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების დაცვით, ისევე, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამავე თემაზე:
მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი