LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქოცების ახალი ნარატივი, ეს გიჟი მართავდა ქვეყანას?…ეტყობა დაგავიწყდათ “კერასინკაზე” რომ თბებოდით და “კრუშკით” იბანდით” – ჟორჟოლიანი

784
BeFunky-collage - 2022-12-15T003246.896

“ქოცების ახალი ნარატივი, ეს გიჟი მართავდა ქვეყანას?…ეტყობა დაგავიწყდათ “კერასინკაზე” რომ თბებოდით და “კრუშკით” იბანდით”, – აღნიშნულის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჟორჟოლიანის თქმით, “ქართული ოცნების” მხარესაც არის გიჟი, მაგრამ ის არაფერს აშენებს, არამედ ანგრევს.

“აჰ, ქოცების ახალი ნარატივი, ეს გიჟი მართავდა ქვეყანას? გიჟი იყო, აბა რა იყო, ამდენ მოღალატესთან ერთად სახელმწიფო რომ შექმნა, გაი პატრულად აქცია და მშიერი ჯარი ნამდვილ სამხედრო დანაყოფად.

ჩაწყობით სწავლა გააუქმა და განათლების შანსი მისცა ყველას. ქრთამის აღებით საქმეების მოგვარება დაასრულა და რეგიონში ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად აქცია საქართველო.

იქ, სადაც ხრიოკი იყო სოფლები და ქალაქები აშენა. “კრუშკით” რომ იბანდით ერთ ადგილს, ეტყობა დაგავიწყდათ და “კერასინკაზე” თბებოდით.

თქვენც გყავთ თქვენი გიჟი, ოღონდ ის არაფერს აშენებს. ანგრევს!”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამავე თემაზე:

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

რატი ბრეგაძე: როცა მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით და მხარდამჭერების შეკრებით, ჩაირთო სხვა მანქანა, რაც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით მის გათავისუფლებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g