LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში საკუთარ კანდიდატურას არ განვიხილავ – სახალხო დამცველი

151
ნინო და აქცია

დროებითი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საკუთარ კანდიდატურას არ განიხილავს.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ვალდებულებების შესრულების პროცესში ხელშეწყობას ომბუდსმენის აპარატიდან გეგმავს.

„სახალხო დამცველი არის პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიმართაც ევროკავშირის ორგანოებმა მხარდაჭერა და ნდობა დააფიქსირეს.

ამიტომაც ჩემი დარჩენილი ვადის განმავლობაში, რომელიც იმ 6 თვეს ემთხვევა, როდესაც ქვეყანამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მე ვფიქრობ გამოვიყენო ის ნდობა, რაც ევროკავშირის ინსტიტუტებმა ჩვენ მიმართ გამოხატეს და ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაზე და ამ მანდატის ფარგლებში გავაკეთო მაქსიმუმი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო.

მე ამ პროცესს ასე ვხედავ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, 24 ივნისს რუსთაველზე შეკრებილმა საზოგადოებამ ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომ გადადგეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დროებითი მთავრობის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ მაგალითად, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები