კომპანია Motorola-მ დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონის გატეხილ ეკრანს ამთელებს. იმისათვის, რომ თქვენს ტელეფონს ახალი სიცოცხლე აჩუქოთ, აუცილებელია პროგრამას მიჰყვეთ და გარკვეული დროის განმავლობაში ეკრანს არ შეეხოთ.
”მკურნალობა” კი შემდეგნაირად მიმდინარეობს: პროგრამა აცხელებს ეკრანის ზედაპირს, მოლეკულები გადანაწილდება და წვრილ ბზარებს გაამთელებენ.
მსხვილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად კი სპეციალისტის მიმართვა მაინც დაგჭირდებათ.
