LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნოპარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა

172
საქართველოს გააჩნია ყველაზე უფრო ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ექსპორტის დივერსიფიკაციაა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა, რომელიც ტენოლოგიურ პარკში დღეს გაიხსნა.
კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბიზნეს ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს სლოვაკეთთან ურთიერთობის გაღრმავებასა და განვითარებაში.
„საქართველო მცირე, მაგრამ დინამიური ქვეყანაა. სტრატეგიულ გზაჯვარედინზეა განლაგებული. ის ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ შეუქცევადია. მოხარული ვარ, რომ სლოვაკეთის მხარდაჭერა ურყევია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სამართლიან, მდგრად განვითარებაზე, რასაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან არსებული სავაჭრო ხელშეკრულება და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.

პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და რეფორმები გააცნო. მათ შორის, პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმები, საგადასახადო რეფორმა, სტარტაპების დაფინანსება და ფრონტ ოფისის ჩამოყალიბების იდეა.

“არსებობს ბევრი რამ, რისი განვითარებაც შეგვიძლია და რისი გაუმჯობესებაც ხელგვეწიფება”, – განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამა.

მისი თქმით,  სლოვაკეთით ბევრი ინვესტორია დაინტერესებული და როდესაც ის ინვესტორებს ეკითხება, თუ რა მოსწონთ სლოვაკეთში, ისინი აცხადებენ, რომ სლოვაკეთს გააჩნია ბრწყინვალე ხარისხი.
“სლოვაკეთს გააჩნია 36-მილიონ ევროიანი სავაჭრო ბრუნვა,”რაც არც თუ ისე დიდი ციფრია, ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული,”- აღნიშნა კისკამა

საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ბიზნეს ფორუმზე მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები ქართველ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის, გაიმართება პრეზენტაციები  –  ”საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს შესაძლებლობები საქართველოში”, ”გაიცანი და დაიწყე ბიზნესის კეთება სლოვაკეთთან ერთად” და ”ინვესტიციის შესაძლებლობა ენერგეტიკის სექტორში”.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g