ერაყში, ანბარის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ერთ-ერთ კაფეში თავი აიფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Iraqi News ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავდასხმის შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ქალაქ ჰითში, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 კი დაშავებულია,“ – განაცხადა ერაყის შს სამინისტროს წარმომადგენელმა, საად მაანმა.