ტერაქტი ქაბულის აეროპორტში – გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც.
ქაბულის აეროპრტის შესავლელთან თვითმკვლელმა ტეროსრისტმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
“თალიბანის” წარმომადგენლების ინფორმაცით დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის არიან უცხოეთის მოქალაქეები და ბავშვები. დაშავებულნი არიან “თალიბანის” წევრებიც.
მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.