LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თერჯოლაში ფეროშენადნობი საწარმო აშენდება

47086738_917646818425521_6367172648476082176_n

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში ფეროშენადნობი საწარმო აშენდება, რისთვისაც 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალი საწარმო 70 ადამიანის დასაქმებას შეძლებს და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ექსიმგრუპს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ კვახჭირში მდებარე 33 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ახალი საწარმო წელიწადში არანაკლებ 8 000 ტონა შავი ლითონის გადამუშავებას და ფეროსილიკომანგანუმის წარმოებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საწარმო ნედლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისგან შეიძენს, ხოლო პროდუქცია სრულად გავა ექსპორტზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ექსპორტის ზრდას და დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირებას.

შეგახსენებთ, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში 15,500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g