LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

339
BeFunky-collage (3)

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მდინარეში 3 ადამიანი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები მის დასახმარებლად წყალში ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები