LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო“ – რას წერს ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

452
BeFunky-collage (12)

სოფელ საზანოში გადარჩენილი გოგონა ანა რობაქიძე, რომლის მამა და დაც ტრაგედიას ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ოჯახის წევრებს ემშვიდობება.

„ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა“ – ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

„ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო“, – წერს ანა რობაქიძე და გარდაცვლილი დის ფოტოს აქვეყნებს.

ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო <3

Posted by Ana Robakidze on სამშაბათი, 05 მარტი, 2024

ცნობისათვის, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები