LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: „რთულად ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე“ – ანა რობაქიძე, რომლის მამა და და საზანოში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს

665
ანა რობაქიძე

სოფელ საზანოში გადარჩენილი გოგონა ანა რობაქიძე, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფოტოებს გვიზიარებს.

„რთულად ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე ❤“, – წერს ანა რობაქიძე.

ცნობისათვის, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა.

„ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა“ – ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

„ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო“ – რას წერს ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები