LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხუთიდან მხოლოდ მე გადავრჩი.. ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო, არც ხელიც მოსაკიდი, გამწარებული ოჯახები მოვითხოვთ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის“ რაფის ტერიტორიაზე“ – რას წერს ანა რობაქიძე, რომლის მამა და და საზანოში ტრაგედიას ემსხვერპლნენ

545
ანა რობაქიძე

3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი ანა რობაქიძე, რომელმაც შემთხვევის დროს და და მამა დაკარგა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს.

,,გაშავდა გაზაფხული…გაქვავდა ქალაქი…სამი ანგელოზი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა, გაფრინდა” – ჭიათურის N1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

როგორც ანა რობაქიძე წერს, „გამწარებული ოჯახები მოითხოვენ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის“ რაფის ტერიტორიაზე“.

„საშინელებათა ფილმის ჟანრში მოვხვდი, სულ რაღაც ერთ წამში… ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო და არც ხელიც მოსაკიდი. ვყვიროდი, არავის არ ესმოდა! ხუთი ჩვენგანიდან, მხოლოდ მე გადავრჩი. გულწრფელად მინდა, უკანასკნელი იყოს ჩვენი ტრაგედია!

გამწარებული ოჯახები მოვითხოვთ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის“ რაფის ტერიტორიაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ იყოთ შემდეგი, ან თქვენი საყვარელი ადამიანები!!!

ველოდებით სიტყვას, სადაც დაგვპირდებით, რომ რამეს მოიმოქმედებთ“, – წერს ანა რობაქიძე სოციალურ ქსელში.

„თანაკლასელები იყვნენ – სანიმუშოდ ზრდილი და გონიერი გოგონები, მომავლის გეგმებით სავსე.. ერთ-ერთს სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, სხვები დახმარებას ცდილობდნენ“ – რას ჰყვებიან ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიაზე

საშინელებათა ფილმის ჟანრში მოვხვდი, სულ რაღაც ერთ წამში… ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო და არც ხელიც…

Posted by Ana Robakidze on პარასკევი, 29 მარტი, 2024

შეგახსენებთ, 3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად ჩავიდნენ სოფელ ზემო საზანოში.

ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა და კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო“ – რას წერს ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

„ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა“ – ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

„პატარა ხალი ჰქონდა ტუჩზე..“ – ანა რობაქიძე, რომლის მამა და და საზანოში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ, გარდაცვლილ დაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ჩემი უბედური დღეების მიუხედავად, მადლიერებით ვარ აღსავსე.. სამყარომ ზუსტად ისეთი მეგობრები მაჩუქა, ჭირის დროს რომ გამამაგრებდნენ“ – რას წერს ანა რობაქიძე, რომლის მამა და და საზანოში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები