დღეს თერჯოლის მერმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა პოსტიდან წასვლამდე მოასწრო სამსახურიდან გაეთავისუფლებინა მოადგილე, ნაცვლად კი საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირი დაენიშნა. ინფორმაციას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ადასტურებს.
მხარის გუბერნატორი განმარტავს, რომ ბონდო სოფრომაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კონსულტაციები მიმდინარეობდა. მან მერის გათავისუფლების მიზეზად სოფრომაძის ოჯახური პირობები დაასახელა.
ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ მერის უფლებამოსილებაში მოადგილის გათავისუფლება შედის, თუმცა არ განუმარტავს “თავისი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა” რა კრიტერიუმებით შეიძლება შეფასდეს. როგორც გუბერნატორმა “ტვ პირველთან” აღნიშნა, თერჯოლის მერის მოვალეობას ახალდანიშნული პირველი მოადგილე შეითავსებს.
გუბერნატორმა უარყო ინფორმაცია, რომ სოფრომაძის გათავისუფლება შეიძლება უკავშირდებოდეს რაიონში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს.