LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერმინების თამაში მიდის, დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება: პრეზიდენტი მოსამართლეთა დანიშვნაზე

63
1611239097-სალომე-შარლი45-1024x656

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შარლ მიშელის დოკუმენტში წერია  არა მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, არამედ – პაუზა, რაც ზურაბიშვილის შეფასებით, სხვადასხვა რამეა.

„კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო და ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც ამერიკის ელჩთან საუბარი.

უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი მიმართულებით, ეს იქნება საარჩევნო კოდექსი, ამნისტიის კანონი სამართლებრივი კუთხით და მივაღწევთ შედეგს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ულტიმატუმების დრო არ არის. მინდა, ყველას ვუთხრა, შედგა შეთანხმება, ახლა დროა, ამ დოკუმენტის მაქსიმალურად შესრულების და არ არის დრო დავუბრუნდეთ იმ გზავნილებს – ასე თუ არ მოიქცევი, მე გავალ, მე შევალ, მე არ შევალ. საზოგადოება ამით დაიღალა და ეს გამოჩნდება არჩევნებში. თუ ყველა არ მიხვდება, რომ საზოგადოებას უნდა წინსვლა, უნდა შედეგები. ჩვენ ეკონომიკურად რთულ პერიოდში ვართ, გამოვდივართ ამ კრიზისიდან. პანდემიაც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, ისმის სხვადასხვა ქვეყნებში შემაშფოთებელი გზავნილები ახალ შტამებზე, ამიტომ ფრთხილად ვიყოთ და არ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მოხსნილია, ვიფიქროთ წინსვლაზე. ეს იყო უკრაინაში ჩემი გზავნილი. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები