LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა

166
ალეკო ელისაშვილი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალეკო ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ავრცელებს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ელისაშვილისთვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების განცხადებით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობითვე, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

„ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად უსამართლო სასამართლოს მიმართ, ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად – შაბათი დღე აირჩია, რომ არავინ დაზიანებულიყო“ – ადვოკატი

ირაკლი კუპრაძე: „ალეკო ელისაშვილის შესახებ სამი რამ ვიცი – ის რუსეთის რეჟიმის მიერ ტერორიზმის მუხლითაა ძებნილი, პატრიოტი მოქალაქეა და საჯაროდ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g