LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ – პროკურატურის ინფორმაციით, ისინი საქართველოში კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ

110
ტერორიზმი

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ამასთან, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე პროკურატურას ჰქონდა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმის მასალები შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომა უნდა დაეხურათ.

შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით ხუთი პირი ორი დღის წინ დააკავეს.

პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 5 პირი

გუშინ კი გასაჯაროვდა მასალა, სადაც ჩანს, რომ დაკავებულები ტერორისტული სიმბოლიკით გადაადგილდებოდნენ და სატელეფონო საუბრებში დანაშაულებრივ გეგმებზე საუბრობდნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებულმასალაში ჩანს, რომ დაკავებულები საქართველოში კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ.

გეგმავდნენ თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებას – პროკურორის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g