LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები ნატოს მოკავშირეები არ უნდა იყვნენ – მევლუთ ჩავუშოღლუ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაზე

93
მევლუტი

თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ნატოს გაფართოების იდეას, მაგრამ აქვს წუხილი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტერორისტულ დაჯგუფებებთან მათი ურთიერთობის გათვალისწინებით, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში გამართული ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები არ უნდა იყვნენ ნატო-ს მოკავშირეები“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ შეხვედრის მონაწილე ოფიციალურ პირებს მიაწოდა ინფორმაცია იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც აღნიშნული ორი ქვეყანა „ქურთისთანის მუშათა პარტიას“ უწევს.

მისი თქმით, ფინეთმაც და შვედეთმაც „უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა“ და უზრუნველყონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები იმისთვის, რომ ნატო-ს წევრები გახდნენ.

მევლუთ ჩავუშოღლუს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ბევრი წევრი მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების იდეას, ისინი ასევე თანხმდებიან, რომ „თურქეთის წუხილი უნდა მოგვარდეს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები