კომპანია Tesla გეგმავს, რომ Model X და Model S განაახლოს, თუმცა ცვლილებები მხოლოდ პროცესორს შეეხება და სპორტქარები Nvidia-ს ნაცვლად FSD-ს მიიღებენ.
სიახლის შესახებ ილონ მასკმა “ტვიტერზე“ განთავსებულ პოსტში ისაუბრა. ბიზნესმენის განცხადებით ისინი არსებული მოდელების განახლებულ ვერსიებს შექმნიან და დიზაინსაც გადახედავენ.
რაც შეეხება Tesla FSD პროცესორს, ის პასუხისმგებელი ავტოპოლოტის მუშაობაზეა და განსხვავებით წინამორბედისგან 21-ჯერ უფრო სწრაფად აზროვნებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სიახლის მიღების საშუალება ძველი სისტემის მქონე ავტოფლობელებსაც ექნებათ და ისინი ვინც ავტოპილოტის მთელი პაკეტი შეიძინა – განახლებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.
და ბოლოს, ახალ პროცესორებზე გადასვლა ეტაპობრივად, 2019 წლის ბოლოდან დაიწყება.
