Tesla Cybertruck ფასდაკლებით იყიდება: მოთხოვნა მოსალოდნელზე დაბალია. ამერიკელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ილონ მასკის კომპანია იძულებულია სპეც-ვერსია ჩვეულებრივი კომპლექტაციით აღჭურვოს, რათა ფასის 20 ათასი დოლარით შემცირება შეძლოს. Tesla Cybertruck ორ ძრავიანი ვერსიით 1600-2700 დოლარიანი ფასდაკლებით იყიდება, როცა ერთი წლის წინ ფასნამატი 50%-ს შეადგენდა.
Tesla Cybertruck აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ელექტრო პიკაპია. თუმცა, პრეზენტაციის შემდეგ წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა, თუმცა რეალური გაყიდვები მხოლოდ 40 ათას განცხადებად გადაიქცა. ჯავშანზე უარის თქმის მთავარი მიზეზი საბოლოო ფასის პირვანდელ პრაის-ლისტთან შეუთავსებლობა იყო. ეს პრას-ლისტი კი 2019 წლისაა.
ილონ მასკი ვარაუდობდა, რომ წელიწადში 250 ათას ელექტრო პიკაპის გაყიდვას შეძლებდა და პოტენციალი ნახევარ მილიონამდე ზრდა იყო. თუმცა დღეს მოთხოვნა 5-10-ჯერ უფრო ნაკლებია.