LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model Y ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია

142
tesla-model-Y

ელექტროქარმა Tesla Model Y ევროპაში გაყიდულ ავტომობილთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. თებერვლის თვის მონაცემებით ამერიკულმა ქმნილებამ ევროპულ Dacia-სა და Peugeot-საც გადაუსწრო და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7-ჯერ გაზრდილი გაყიდვები დააფიქსირა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპას „მწვანე“ მანქანები იპყრობენ და უკვე 25 ქვეყნის ბაზარზე არიან ლიდერები.

ელექტრომობილების სეგმენტში ზამთრის ბოლო თვეს 33%-იანი ზრდა დაფიქსირდა – 118 329 ერთეულამდე. „ტესლამ“ მთავარ კონკურენტებს საგრძნობლად გადაუსწრო.

საინტერესოა, რომ Model Y ლიდერი არამხოლოდ ელექტრომობილთა შორის არამედ ზოგადად მსუბუქ ავტომობილთა შორისაცაა. ამასთან, თავად „ტესლა“ ევროპულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად ბრენდთა შორის ათეულშიც კი არ არის და მხოლოდ მე-16 პოზიციას იკავებს.

მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, თებერვლის თვეში ევროპულმა ბაზარმა 900 ათასი გაყიდული ავტომობილით პატარა რეკორდი დაამყარა და 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 12%-ით გააუმჯობესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები