LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model Y გაყიდვების რეიტინგში პირველიდან მე-18 პოზიციაზე გადავიდა

108
Tesla Model Y გაყიდვების რეიტინგში პირველიდან მე-18 პოზიციაზე გადავიდა

Tesla Model Y გაყიდვების რეიტინგში პირველიდან მე-18 ადგილზე გადავიდა. მაისის თვის შეჯამება ევროპულ საავტომობილო ბაზარზე საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა: შიდა წვის ძრავის მქონე მოდელებმა რევანში აიღეს, ელექტროქარებს შორის საუკეთესომ კი კლიენტების 49% დაკარგა.

Tesla Model Y სეგმენტის ბესტსელერად რჩება, თუმცა თუკი 2023 წლის მაისის შედეგებით კროსოვერი აბსოლუტური ლიდერი იყო, ამჯერად ბიუჯეტური ელექტრომობილი მხოლოდ მე-18 ადგილზეა. ამერიკულმა ავტოგიგანტმა მომხდარზე რეაგირება ფასების შემცირებით გადაწყვიტა.

რაც შეეხება ახალ ლიდერებს, პირველ პოზიციებზე დაბრუნდა Volkswagen T-Roc, Golf და Dacia Sandero. მსოფლიო ბესტსელერის ტიტული კი დიდი ალბათობით Toyota-სთან გადავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები