ილონ მასკმა კლიენტების მოსაზიდად საინტერესო მეთოდი მოიფიქრა. „ტესლა“ მზადაა, რომ Model S-ისა და Model X-ის მფლობელებს ელექტროქარები მთელი ცხოვრება უფასოდ დაუმუხტოს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზების გამოყენებას მხოლოდ პირველი მფლობელები შეძლებენ და ელექტრო-ქარების გაყიდვის შემთხვევაში ოფცია აღარ იმოქმედებს.
დასამუხტი სადგურების ქსელის SuperCharger-ის ულიმიტო წვდომამ „ტესლას“ ძვირადღირებული მოდელების გაყიდვას უნდა შეუწყოს ხელი. საქმე ისაა, რომ ამერიკული მწარმოებლის ფლაგმანების მიმართ მოთხოვნა კრიტიკულად დაბალია და მხოლოდ 18%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო აქცია „ტესლას“ არსებულ მფლობელებს სამწუხაროდ, არ შეეხება.

