კომპანია Tesla-მა პირველი ელექტროპიკაპი Cybertruck გამოუშვა. სერიული ავტოს პირველი ეკზემპლარი ტეხასის შტატში, ოსტინში მდებარე კონვეირიდან ჩამოვიდა. მანქანის აწყობა 2-წლიანი დაგვიანებით მოხერხდა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის გამო მაკომპლექტებლების მიწოდების პრობლემებთან. მასობრივი წარმოება ჯერ არ დაწყებულა, ეს წლის ბოლოსკენ გახდება შესაძლებელი.
ფასი 4 წლის წინ გამოცხადებულზე მეტი იქნება. ღირებულება 39.9 ათას დოლარს შეადგენდა, მაგრამ შემდეგ ილონ მასკმა გაძვირება დაანონსა ჩიპების უკმარისობის, ნედლეულზე ფასის მატებისა და გლობალური ინფლაციის გამო.