ამერიკულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების სისტემა კიდევ უფრო გაეძლიერებინა და ახალი სერვისი დანერგა. ამიერიდან, თუკი ვინმე „ტესლას“ ავტომობილის მოპარვას გადაწყვეტს, იოჰან სებასტიან ბახის გენიალური კომპოზიიციის მოსმენა, საკმაოდ მაღალ ხმაზე მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა გაავრცელა.
სისტემის პირველი, საცდელი ვერსია უახლოეს 2 კვირაში გამოჩნდება და ის იმუშავებს ყველა Tesla Model S-ზე, Model X-სა და Model 3-ზე. მისი ერთ-ერთი ფუნქცია კამერების პარკინგის დროს გამოყენებაც იქნება.
თავის პოსტში მასკმა ისიც აღნიშნა, რომ გარდა კლასიკური მუსიკისა „ტესლა“ სხვადასხვა დროს მძიმე მეტალს და როკსაც დაუკრავს ხოლმე.
Tesla Sentry Mode will play Bach’s Toccata and Fugue during a robbery (and keep Summer safe)https://t.co/wnS5qLeB2E
— Elon Musk (@elonmusk) January 27, 2019
