LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Roadster–ის წარმოება ისევ გადაიდო

50
teslaroadstar

„ტესლას“ ხელმძღვანელმა ილონ მასკმა მეორე თაობის Tesla Roadster–ის წარმოების გადადებაზე ისაუბრა. ელექტროქარის კონვეიერზე დადგომა აქამდეც არაერთხელ გადადებულა და მასკმა ახალ თარიღად 2023 წელი დაასახელა. მიზეზი – ელექტრონული კომპონენტების მიწოდების პრობლემაა, რომელიც არამხოლოდ „ტესლას“ არამედ ყველა ავტომწარმოებელს აწუხებს. არადა გეგმის მიხედვით მოდელის პირველი ეგზემპლარები მყიდველებს ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღოთ.

ასე რომ Roadster კონვეიერზე 3 წლით უფრო გვიან დადგება, თუკი რა თქმა უნდა, ვადები კიდევ ერთხელ არ შეიცვლება. მასკის პროგნოზის მიხედვით, 2022 წელი ისეთი მძიმე არ იქნება როგორიც 2021–ია. წელს ავტო ინდუსტრია ლოკდაუნების შოკიდან გამოდის და 2023 წლიდან წესით ყველაფერი უნდა მოგვარდეს.

შეგახსენებთ, რომ „ტესლამ“ Roadster–ის პროტოტიპი ჯერ კიდევ 2017 წელს აჩვენა.  ელექტრონულ აგრეგატს 0–დან 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 2 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ–ია. „ტესლას“ გამოთვლებით, მოდელის სვლის მარაგი ქალაქიდან მოშორებით მოძრაობისას 1000 კმ–ს შეადგენს.

Roadster–ის ფასი 250 ათასი დოლარია და წინასწარი შეკვეთების რაოდენობა 1000 ეგზემპლარს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები