LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს უპილოტო ავტომობილი მცირეწლოვან ბავშვზე გამოსცადეს

31

მომხმარებელი, რომლის სახელიც KmanAuto გახლავთ, ”იუთუბზე” აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია Tesla Model S-ის გამოცდა. ტესტირების სისტემა 3 ნაწილად დაიყო: რბილი სათამაშო, ვედრო და მცირეწლოვანი ბავშვი…

რბილი სათამაშო ელექტრომობილმა ვერ შეამჩნია და შეეჯახა, ამას ვიდეოს ავტორი ხსნის იმით, რომ სათამაშოს არასაკმარისი წონა აქვს, შესაბამისად უსაფრთხოების სიტემამ მისი ამოცნობა ვერ შეძლო.

ამის შემდეგ Tesla უფრო მძიმე ვედროს უახლოვდება, ავტოპილოტმა კვლავაც ვერ დაინახა დაბრკოლება შორიდან და დამუხრუჭება, დაბრკოლებიდან მხოლოდ 30 მეტრში შეძლო.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვედროს გამოცდა ”წარმატებით” დასრულდა, ვიდეოს ავტორმა ავტომობილს წინ მცირეწლოვანი ბავშვი დაუყენა. მისი დანახვა კი უსაფრთხოების სისტემამ ყველა შემთხვევაში შეძლო და დამუხრუჭებაც შესაბამის დისტანციით მოახერხა.

ავტორის აზრით, Tesla S-ის უსაფრთხოების სისტემამ დაამტკიცა, რომ ადამიანისთვის ის უსაფრთხოა. თუმცა, მისივე რეკომენდაციით ავტომობილის უყურადღებოდ დატოვება მაინც არ შეიძლება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები