LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლამ“ cybertruck-ის ათასობით წინასწარი შეკვეთა მიიღო – საერთო თანხა 80 მილიარდი დოლარია

27
teslacyber

კომპანია „ტესლამ“ პიკაპი Cybertruck-ის წინასწარი შეკვეთების რეკორდული რაოდენობა მიიღო. როგორც გამოცემა Electrek იუწყება, მოდელის პრემიერის დროს ანუ 2 წლის წინ, შესყიდვის განაცხადი 1,27 მილიონმა ადამიანმა დატოვა და წინასწარი შენატანი 100 დოლარიც გადაიხადა. ამ წლების განმავლობაში რიგი სულ უფრო და უფრო გაიზარდა. უცნობია, იყიდიან თუ არა ეს ადამიანები თავის ავტომობილს, როცა „ტესლა“ მის გამოშვებას დაიწყებს, თუმცაღა მხოლოდ წინასწარი შენატანით კომპანიამ 127 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო.

იმ შემთხვევაში თუკი აზრს არავინ შეიცვლის და „ტესლა“ ყველა Cybertruck-ს გაყიდის, მისი შემოსავალი 80 მილიარდი დოლარით გაიზრდება. ანალიტიკოსებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ როდის დაიწყებს ამერიკული კომპანია დაპირებული მოდელის გამოშვებას, რადგან პიკაპის აწყობა არაერთხელ გადაიდო. ერთ-ერთი მიზეზი საჭირო დეტალების დეფიციტი იყო, თუმცა ამდენი ეგზემპლარისთვის საჭირო დეტალების მოძიებას შესაძლოა წლები დასჭირდეს. უკანასკნელი ინფორმაციით, მასობრივი წარმოება 2023 წლიდან უნდა დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g