Cybertruck–ის მფლობელთა ფორუმზე გაჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოდელის წინასწარი შეკვეთების რაოდენობა ნახევარ მილიონზე მეტია. ეს ინფორმაცია სავარაუდოდ მწარმოებლისგანაა აღებული, თუმცა „ტესლაში“ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
ციფრი 522 000 რეალისტურად რადენიმე მიზეზის გამო გამოიყურება. საქმე ისაა, რომ 2019 წლის ნოემბერში ილონ მასკმა თვითონ განაცხადა – 250 ათასი წინასწარი შეკვეთა გვაქვსო. წინა წელს კი სულ იმაზე საუბრობდა, რომ პიკაპზე მოსალოდნელზე ბევრად მაღალი ინტერესი იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა მილიონიანი ნიშნულის გაოფიციალურება მაინც არ იქნება სწორი.
აღსანიშნავია, რომ Cybertruck–ის შესაძენად ოფიციალურ საიტზე განაცხადი უნდა შეავსოთ და 100 დოლარიც ჩარიცხოთ. მთლიანობაში მოდელის სამი ვარიაციაა ხელმისაწვდომი. საბაზისო ერთ – ძრავიანის ფასი – 39,9 ათასი დოლარია, ორ–ძრავიანი ვერსია – 49,9 ათასი ღირს, ხოლო სამძრავიანის შეძენა 69,9 ათას დოლარადაა შესაძლებელი.