სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების შემდეგ, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა იკრძალება.
რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ მანქანებს, „თუკი საჭის მექანიზმი წესრიგშია“ ისინი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას ჩვეულებრივად გაივლიან.
„ეს მანქანები სხვა პარამეტრებზე ტესტირებას ჩვეულებრივად გაივლიან, მაგრამ რაც შეეხება საჭის მექანიზმს, ჩვენ შევამოწმებთ და თუ ძალიან ცუდი მდგომარეობა არ არის, მაშინ სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ჩვეულებრივად გავატარებთ. თუ რაიმე პრობლემა იქნება, ამ შემთხვევაში დროს მივცემთ, რომ გამოასწორონ მინიმალურად მაინც“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ”სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს” დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განუცხადა.
2018 წლის 1-ელი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება.
ეს სერვისი დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება. ფასი მთავრობის მიერ დარეგულირდება, რადგან ხელოვნურად არ მოხდეს ტარიფების გაზრდა.