LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთნულდის კურორტზე კიდევ რამდენიმე საბაგირო აშენდება

128

თეთნულდის კურორტზე მშენებლობა გამარტივებული შესყიდვის წესით დასრულდება. შპს „თეთნულდი დეველოპმენტს“ გამარტივებული შესყიდვის უფლება მთავრობის დღევანდელი დადგენილებით მიეცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საბაგიროების მშენებლობაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა, მაგრამ მონაწილეობა არავის მიუღია.

„მოგეხსენებათ, რომ იქ ძალიან მოკლეა მშენებლობის პერიოდი. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა ტენდერი გამოცხადებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ტენდერში არავინ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ დღეს ჩვენ გამარტივებულ შესყიდვაზე დადგენილება მივიღეთ, იმისთვის რომ სამუშაოები სეზონისთვის დავასრულოთ. მოგეხსნებათ, რომ იქ კიდევ რამდენიმე საბაგიროა ასაშენებელი“ – განმარტა ქუმსისვილმა.

კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g