ჰოლივუდის ორი მეგავარსკვლავი, ედი რედმეინი და ჯესიკა ჩესტეინი ახალ ფილმში „კეთილი ექთანი“ მონაწილეობენ, რომელიც სერიულ მკვლელზე გვიყვება. ედი რედმეინის ახალ როლს, კინოკრიტიკოსები უმაღლეს შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ამ როლით, რედმეინმა ,,ოსკარის” ნომინაციასაც გამოჰკრას ხელი.
იქამდე კი პაპარაცებმა ოსკაროსანი მსახიობი მანჰეტენზე გადაიღეს, სადაც ის რესტორნიდან გამოდიოდა. რედმეინს თეთრი პულოვერი ეცვა, რომელსაც ოქროსფერი ღილები და ლურჯი ფერის იხვების გამოსახულება ამშვენებდა.
ედი რედმეინი სერიული მკვლელის როლში – მსახიობი ჯესიკა ჩესტეინთან ერთად ახალი ფილმის პრემიერაზე
ფოტო: ედი რედმეინის იშვიათი გამოჩენა – ვარსკვლავი საყიდლების დროს ნიუ-იორკში გადაიღეს