LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თეთრი ქუდი” დუბაის ბაზრის ათვისებას გეგმავს

135

სოკოს მწარმოებელი კოპანია ”თეთრი ქუდი” დუბაის ბაზრის ათვისებას შეეცდება. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ  სოკოს საცდელი რამდენიმე პარტია დუბაიში უკვე გაგზავნა.

როგორც ”ფორტუნას” ”თეთრი ქუდის” გენერალურმა დირექტორმა, ვანო იოსელიანმა განუცხადა, საწარმოში ახლაც  დუბაიში გასაგზავნ სოკოს შეფუთვაზე მუშაობენ.

”ამჯერად ვაპირებთ საცდელი პარტიის სახით  200 კილომდე სოკო გავაგზავნოთ. აღნიშნულ პროდუქციას დუბაის ლაბორატორიებში ჩაუტარდება ხარისხის კვლევები და დადგინდება რამდენად კონკურენტუნარიანია.  კონტრაქტი უკვე გაფორმებული გვაქვს და ყოველთვიურად ვგეგმავთ აღნიშნულ მხარეს 25-დან 40 ტონამდე სოკო მივაწოდოთ”, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე ინფორმაციით, ”თეთრი ქუდი” საკუთარ პროდუქციას მცირე რაოდენობით სომხეთსა და რუსეთშიც გააგზავნის.  საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე მუშაობის გარდა, კომპანია გაფართოებასა და იმპორტირებული ნედლეულის ადგილობრივით ჩანაცვლებასაც გეგმავს.

როგორც ვანო იოსელიანმა განმარტა, ”თეთრი ქუდის”  ახალი საწარმო, რომლის მშენებლობაც რუსთვში მიმდინარეობს, იმაზე უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე თავიდან იგეგმებოდა.

”ახალი საწარმო ექსპლუატაციაში მიმდინარე თვის აპრილ-მაისში უნდა შესულიყო, თუმცა პროექტი შევცვალეთ და ის უფრო დიდი და მასშტაბური იქნება. ამიტომაც, მისი გახსნა ზაფხულამდე გადაიდო.  საწარმო ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი უახლესი მანქანა დანადგარებით აღიჭურვება”, – აღნიშნა ”თეთრი ქუდის” გენერალურმა დირექტორმა .

მისივე თქმით, ახალ საწარმოში მილიონნახევარი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

შპს „თეთრი ქუდი“ საქართველოს მასშტაბით ქამა და ხის სოკოს წარმოების ლიდერია. კომპანიას ყოველწლიურად ორი ათასი ტონა პროდუქტის  მოყვანა შეუძლია. „თეთრი ქუდი“ 2011 წელს უცხოური ინვესტიციით შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები