LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი – აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

1730

აშშ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

„ჩვენ ვსწავლობთ საკითხს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება“, – აღნიშნა სანდერსმა.

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ორშაბათისთვის ახალი სანქციები გამოაცხადოს, რაც სირიაში ქიმიურ თავდასხმას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები