LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრა გამართა

104
FJwPzulXEAU-TFr

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებს.

„დღეს, პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებების განსახილველად. მან დაადასტურა, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების, პარტნიორების მხრიდან მიიღებს სწრაფ და მძიმე შედეგებს“ – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g