LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს: CNN

108
თეთრი სახლი

თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს.

ინფორმაციას ამის შესახებ „CNN“ ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაციით, უკრაინაში ვიზიტით სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავა.

გამოცემა აგრეთვე  აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ კიევს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ეწვია. რაც შეეხება შტატების ლიდერს, არსებული ინფორმაციით ჯო ბაიდენს დაგეგმილი არ აქვს უკრაინაში ვიზიტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g