LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო]

ქოვერიიი

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხანძრის შედეგად 200-250 კვ. მ. ფართობის სასაწყობე ფართი დაიწვა.

“მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 1400 კვ.მ. ფართობი გადაურჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

magti 5g