LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Boy Is Mine – ბრენდიმ და მონიკამ ერთობლივი ტურნე დააანონსეს

110
photo-collage.png (27)

საკულტო ჰიტის – The Boy Is Mine შემსრულებლებმა, ბრენდიმ და მონიკამ ამავე სახელწოდების ერთობლივი ტურნე დააანონსეს.

The Boy Is Mine Tour სტარტს შემოდგომაზე აიღებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას მოიცავს.

კონცერტების სერიას კელი როულენდის, მანი ლონგისა და American Idol-ის 23-ე სეზონის გამარჯვებულის, ჯამალ რობერტსის სახით, სპეციალური სტუმრები ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ ბრენდისა და მონიკას, ასევე მათი 1997 წლის სიმღერის – The Boy Is Mine ამჟამინდელი აქტუალობა, არიანა გრანდეს უკავშირდება. სწორედ ამ უკანასკნელმა გადაიღო ისინი შარშან მისივე სიმღერის – the boy is mine კლიპში, შემდეგ კი ლეგენდარულ რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერლებთან ერთად, ტრეკის ალტერნატიული ვერსიაც გამოუშვა. კოლაბორაციამ ,,გრემის” ნომინაცია მიიღო.

ცნობისთვის, ბრენდიმ და მონიკამ 1998 წლის შემდეგ, 2012 წელს მეორე დუეტი – It All Belongs to Me გამოუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები