LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Fashion Awards 2017: წითელი ხალიჩა და გამარჯვებულები (ფოტო)

79

4 დეკმბერს, ლონდონის Royal Albert Hall-ში The Fashion Awards 2017-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ყოველწლიურად მოდის, კინოს, მუსიკისა და სპორტის სამყაროს ყველაზე მკაფიო წარმომადგენლებს ავლენს.

წითელ ხალიჩაზე შოუბიზნესის უამრავი პოპულარული სახე ბრწყინავდა: კარლი კლოსი, სელენა გომესი, ვინი ჰარლოუ, ირინა შეიკი, კაია გერბერი, მეისი უილიამსი, პიკსი ლოტი და სხვები.

გამარჯვებულები კი გახდნენ:

მამაკაცის ტანსაცმლის წლის ბრიტანელი დიზაინერი – კრეიგ გრინი for Craig Green

ქალის ტანსაცმლის წლის ბრიტანელი დიზაინერი – ჯონათან ანდერსონი for JW Anderson

აქსესუარების წლის დიზაინერი – ჯონათან ანდერსონი for Loewe

Swarovski-ს სპეციალური ჯილდო – მარია გრაცია კიური

ურბანული მაღალი კლასის ბრენდი – Off-White

სპეციალური ჯილდო ინოვაციისთვის – სტელა მაკარტნი

ყველაზე გემოვნებიანი სტილი – დონატელა ვერსაჩე

წლის დიზაინერი – რაფ სიმონსი

წლის მოდელი – ადვოა აბოა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები