LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Pussycat Dolls არასრული შემადგენლობით ბრუნდება

128
photo-collage.png (1)

გავრცელებული ინფორმაციით, The Pussycat Dolls მიმდინარე წლის განმავლობაში მსოფლიო ტურნეთი დაბრუნდება, თუმცა ჯგუფი მსმენელის წინაშე არასრული შემადგენლობით წარდგება.

მოარული ხმების თანახმად, ტურნეში მონაწილეობას – ნიკოლ შერზინგერი, ეშლი რობერტსი და კიმბერლი უაიტი მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მათ ბოლო დროს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ერთად ხშირად ხედავენ და ტურნეს შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, ოფიციალური განცხადება ,,ქამბექთან” დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაკეთებულა და ის უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. ჭორებს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ კოლექტივის ოფიციალურმა Instagram გვერდმა ახალი ლოგო წარადგინა და ანგარიში ძველი პოსტებისგან სრულად გაწმინდა, რაც სწორედ სიახლის ანონსზე მიანიშნებს.

ვრცელდება ხმები იმის შესახებაც, რომ ბენდმა ტრიოს სახით შესაძლოა ახალი სიმღერებიც გამოუშვას.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მელოდი ტორნტონი, ჯესიკა სუტა და კარმიტ ბაჩარი სამეულს არ შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს The Pussycat Dolls-მა მელოდი ტორნტონის გარეშე გაერთიანების შესახებ განაცხადა და 2020 წლის თებერვალში ახალი სიმღერა – React გამოუშვა, თუმცა გაერთიანების მცდელობა, პანდემიისა და შიდა კონფლიქტების გამო ჩაიშალა. ბენდის ახალ გაერთიანებას გზა 2025 წლის ბოლოს, ნიკოლ შერზინგერსა და ჯგუფის დამფუძნებელს, რობინ ანტინს შორის არსებული მრავალწლიანი სასამართლო დავის შეთანხმებით დასრულებამ გაუხსნა.

The Pussycat Dolls-მა არსებობა ოფიციალურად 2010 წელს შეწყვიტა. დაშლის ძირითად მიზეზად ნიკოლ შერზინგერის გადამეტებული პოპულარობა და სხვა წევრების ჩრდილში ყოფნა დასახელდა, რაც ჯგუფში უთანხმოებას იწვევდა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 2005 წლის სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა – PCD და ჰიტმა – Don’t Cha მოუტანა, რომელიც ბასტა რაიმსთან კოლაბორაციით შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები