ბელა ჰადიდი და The Weeknd ერთმანეთს დაშორდნენ. მოდელმა და კანადელმა მუსიკოსმა ასეთი გადაწყვეტილება გადატვირთული გრაფიკის გამო მიიღეს, რომლის შედეგადაც ერთმანეთთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდნენ. The Weeknd ალბომის გამოსვლაზეა ორიენტირებული.
წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მათ კვლავაც უყვართ ერთმანეთი და მეგობრებად დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილი უკვე დაშორდა ერთმანეთს ერთხელ, გასული წლის დეკემბერში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ.
