მოდელი ბელა ჰადიდი და მუსიკოსი The Weeknd კვლავ ერთად არიან. ამ დღეებში წყვილი პარიზში პაემნის დროს შენიშნეს: ისინი ბევრს იცინოდნენ და საკუთარი გრძნობების დაფარვას არც ცდილობდნენ.
შესაბამისი დადასტურება „ინსტაგრამზეც“ გაჩნდა. კანადელი ვარსკვლავის სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაზიარდა ფოტო, სადაც ბელას შაქრის მცირე ზომის პაკეტი უჭირავს.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა.
