LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Weeknd-ს სელენა გომესთან შვილები სურს

79

სელენა გომესისა და The Weeknd-ის რომანი ახალი მიმართულებით ვითარდება. ადრე ტაბლოიდები წერდნენ, რომ წყვილი დაქორწინებას გეგმავს, ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ კანადელ მუსიკოსს სელენასგან შვილები სურს.

ინსაიდერის თქმით, მომღერალს იმდენად უყვარს გომესი, რომ მასთან სრულფასოვანი ოჯახის შექმნა სურს. მისი მეგობრების თქმით კი, აბელი გოგონებზე ოცნებობს, რომლებიც ვიზუალურად სელენას დაემსგავსებიან.

ცოტა ხნის წინ, სელენამ და მისმა რჩეულმა ერთმანეთი მშობლებსაც გააცნეს. ცნობილია, რომ მათ შვილებს არჩევანი მოუწონეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები