LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Wine Palate: „ქართული ღვინოები გლობალურ ასპარეზზე გამოდიან“

116
ქართული ღვინო

ამერიკული ონლაინ გამოცემა „The Wine Palate“ ქართული ღვინის შესახებ წერს სათაურით „ქართული ღვინოები გლობალურ ასპარეზზე გამოდიან“.

სტატიის ავტორი, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული კომპანიის „Big Sky Ranch Inc” თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მიმდინარე წლის ივლისში ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, იგი ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში ესტუმრა, სადაც ადგილზე დააგემოვნა მრავალფეროვანი ქართული ღვინოები, გაეცნო ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებს.

ამასთან ერთად, თბილისში, ორი დღის განმავლობაში, სპეციალურ დეგუსტაციაზე ლისა პეროტი-ბრაუნმა სხვადასხვა ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დააგემოვნა.

ღვინის მაგისტრის შეფასებები გასინჯულ ღვინოებზე სწორედ „The Wine Palate“-ის სტატიაში გამოქვეყნდა. საქართველოზე სტატიისა და ქართული ღვინის შეფასებების სანახავად აუცილებელია საიტზე რეგისტრაცია.

გამოცემა „The Wine Palate“ (ღვინის გემო) მოიცავს ექსპერტების მიერ შეფასებული ღვინოების მონაცემთა ბაზას მთელი მსოფლიოდან, განახლებადი ახალი მიმოხილვებით. საიტის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლებს, ადვილად იპოვონ სასურველი ღვინოების სტილი და, ამავდროულად, გაიუმჯობესონ ღვინის დაგემოვნების გამოცდილება.

ცნობისთვის, ლისა პეროტი-ბრაუნი საქართველოს მიმდინარე წლის ოქტომბერში ისევ ეწვევა. ამერიკელი ღვინის მაგისტრი, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში 25 წელზე მეტია მოღვაწეობს, ძირითადად, ამერიკულ და ბორდოს ღვინოებს, ასევე, შამპანურს მიმოიხილავს, რასაც ქართული ღვინოებიც დაემატა.

magti 5g