LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თი-ბოტი“ არის პირველი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე „ჩატბოტი“

157

საქართველოში პირველად, საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღებას FacebookMessenger-ის მომხმარებლები „თი-ბოტის“ მეშვეობით შეძლებენ. თიბისი ბანკი ინოვაციურ სიახლეს ნერგავს, რითაც მომსახურების დისტანციურ არხებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და თანამედროვეს ხდის. „თი-ბოტის“ პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, „თი-ბოტი“ – ასე ჰქვია „ჩატბოტს“, რომელიც შეგიძლიათ თქვენი Messenger- ის საძიებო ველში იპოვოთ და გაესაუბროთ.

”ის მუდამ ხელმისაწვდომია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე, 24 საათი. „თი-ბოტი“ მიგასწავლით თიბისი ბანკის ფილიალებსა და ბანკომატებს თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე, ასევე, გაგაცნობთ ვალუტის კურსებს და მოგაწვდით ინფორმაციას სესხების შესახებ. ვიზუალურ მხარეს „თი-ბოტი“ ღირსშესანიშნავი თარიღების და აქტუალური მოვლენების მიხედვით შეიცვლის”, – აღნიშნეს თიბისი ბანკში.

მათივე ცნობით, „თი-ბოტი“ არის პირველი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე „ჩატბოტი“, რომელიც ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს. თიბისი ბანკში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მშობლიურ ენაზე ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამიტომ „თი-ბოტი“ მხოლოდ ქართულ შრიფტს იყენებს.

”სამომავლოდ მისი ფუნქციები გაიზრდება და ის შეძლებს თქვენი ასისტენტი გახდეს, მაგალითად, შეგისრულოთ თანხის გადარიცხვის ოპერაცია, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ანგარიშების შესახებ, ასევე, თიბისი ბანკის პროდუქტებსა თუ სერვისებზე და ა.შ. ე.წ. „ჩატბოტი“ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინოვაციური და ექსპერიმენტული პროდუქტია. უდიდესი ბანკები აშშ-სა და ევროპაში სწორედ ახლა ნერგავენ ამგვარ მომსახურებას. „ჩატბოტებს“ წარმატებით იყებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Amazon, KLM, CNN და სხვ”, – განმარტეს თიბისი ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g