LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიანეთში 81 წლის კაცმა შვილი მოკლა

116
მკვლელობა

თიანეთში, 81 წლის მამამ 59 წლის შვილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები.

სოფელ ჟებოტაში მომხდარ მკვლელობას მამა-შვილს შორის კონფლიქტი უძღოდა წინ, რომელიც არსებული ინფორმაციით საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ეჭვმიტანილი კი დაკავებულია. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g